აჭარაში კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი პაციენტი ბათუმის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა, ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი კი რეფერალურ ჰოსპიტალში.
მათივე ცნობით, დღევანდელ სტატისტიკაში არ შედის ექიმი, რომელიც გუშინ, დღის მეორე ნახევარში საერთაშორისო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
ამასთან, აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 475 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 384 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.