სააკაშვილი ოპოზიციის ლიდერებისა და პომპეოს მოადგილის დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება
ოპოზიცია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ფილიპ რიკერს შეხვდება. შეხვედრა „შერატონ მეტეხი პალასში“ დღეს გაიმართება.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს.
„მივესალმები, რომ ჩაინიშნა გაუთვალისწინებელი შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან – ფილიპ რიკერთან, რომელიც ყველაზე მაღალი დონის დიპლომატია ევროპისა და გარშემო დიდ რეგიონში აშშ-ის მხრიდან, რომელიც კონკრეტულად აღჭურვილია უფლებამოსილებით, ეს საკითხები გადაწყვიტოს. შეხვედრა არ იყო გათვალისწინებული ოპოზიციასთან, არ იყო პროტოკოლში, რაც, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, არ იყო სწორი – ახლა ის ჩაინიშნა.
ეს ძალიან მრავლისმეტყველი ფაქტია, ოპოზიციის წარმომადგენლების ერთიანობასა და სიმტკიცეზეა უკვე ყველაფერი დამოკიდებული“, – აცხადებს სააკაშვილი.