ჰუბერტ ქნირში: საქართველოს დემოკრატიული განვითარება მნიშვნელოვანია მთლიანი რეგიონისთვის

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ელჩის თქმით, საქართველოს დემოკრატიული განვითარება მნიშვნელოვანია მთლიანი რეგიონისთვის.

„პოლიტიკურმა დაძაბულობამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გერმანიაშიც გამოიწვია წუხილი. ამიტომ, მოხარული ვარ, რომ ახლა ორივე მხარის წამყვანი პოლიტიკოსები პარტიებს შორის დიალოგის ინიციატივით გამოდიან.
საქართველოს დემოკრატიული განვითარება მნიშვნელოვანია მთლიანი რეგიონისთვის. ამის პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს აქვს. ჩვენ ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ მათ შორის დიალოგს“, – დაწერა გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები