ბოლნისში “ნაცმოძრაობა” 21-მა აგიტატორმა დატოვა
ბოლნისში “ნაცმოძრაობა” არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე 21-მა აგიტატორმა დატოვა. ამის შესახებ დღეს პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.
“აპირებენ ფიზიკურ დაპირისპირებას. ვემიჯნებით არასტაბილურობას, დესტაბილიზაციას. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ “ნაცმოძრაობა” და შევუერთდეთ “ქართულ ოცნებას”, – განაცხადა ერთ-ერთმა უკვე ყოფილმა აგიტატორმა.