ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა აცხადებს, რომ წარმოუდგენელია, თავდამსხმელმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეღწევა შეძლოს.
ამის შესახებ სერგეი შამბამ Sova News-ს განუცხადა.
მისი თქმით, თუ დამნაშავე მაინც მოახერხებს და გადაკვეთს ე.წ. საზღვარს, “სოხუმი მზად არის, დამნაშავე თბილისს გადასცეს”.
შამბას თქმით, “ჩვენი სამსახურები მზადყოფნაში არიან. რეგიონში სამძებრო ღონისძიებები ტარდება”.