ირაკლი კობახიძე: ყველამ კარგად ვიცით, რამხელა პოტენციალი აქვს ბორჯომს როგორც ტურისტული, ისე – ბევრი სხვა თვალსაზრისით
ყველამ კარგად ვიცით, რამხელა პოტენციალი აქვს ბორჯომს, როგორც ტურისტული, ისე ბევრი სხვა თვალსაზრისით, – ამის შესახებ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივნმა, ირაკლი კობახიძემ ბორჯომში, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობოს კანდიდატის ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე განაცხადა.
მისი თქმით, ,,ქართულმა ოცნებამ” წარადგინა ახალი საპარლამენტო გუნდი, რომელიც წარმოდგენილია, როგორც გამოცდილი, ისე ახალი წევრებით.
“ბორჯომი არის უსაყვარლესი ქალაქი, ბევრ ჩვენგანს ბავშვობა აქვს გატარებული ამ ქალაქში, შესაბამისად ეს დამოკიდებულება განსაკუთრებულია.
ყველამ კარგად ვიცით, რამხელა პოტენციალი აქვს ბორჯომს, როგორც ტურისტული, ისე ბევრი სხვა თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე ვიცით, რომ ამ ქალაქს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ბევრი რამ გაკეთდა გასული წლების განმავლობაში, თუმცა გვესმის, რომ კიდევ უფრო ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოოდ ვიხილოთ კიდევ უფრო განვითარებული, გაძლიერებული ბორჯომი და ბორჯომის მუნიციპალიტეტი. აქედან გამომდინარე ჩვენ გვჭირდება მკაფიო ხედვა.
ჩვენი პარტია სხვა პარტიებისგან გამოირჩევა იმით, რომ გვაქვს ჩამოყალიბებული, მკაფიო ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, თითოეული მუნიციპალიტეტი. ეს ხედვა არის ასახული პროგრამაში და იმ დოკუმენტებში, რომელიც თითოეულ მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით არის შემუშავებული.
ჩვენ გამოგვარჩევს ძალიან ღირსეული გუნდი, რომლის საპარლამენტო სიის სათავეში დგას პრემიერი გიორგი გახარია. ჩვენ წარვადგინეთ ახალი საპარლამენტო გუნდი, რომელიც წარმოდგენილია, როგორც გამოცდილი, ისე ახალი წევრებით. ჩვენ, გვყავს ძალიან ღირსეული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ვიტყოდი რომ მართლაც გამორჩეული ამ კანდიდატებს შორის ანტონ ობოლაშვილი, რომელიც წარმოადგენს ამ რეგიონს, არის რეგიონზე უაღრესად შეყვარებული ადამიანი და ძალიან ბევრ რამეს გააკეთებს რეგიონისთვის.
გვაქვს მკაფიო ხედვა, გვყავს ძლიერი გუნდი და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ყველაფერი არის საუკეთესო გარანტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო წინ წაიწევს და ბორჯომის რაიონი კიდევ უფრო მეტად განვითარდება,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.