ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად კობა კობალაძე დაინიშნა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად კობა კობალაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილი უფროსი – ვლადიმერ იმნაძე საქმიანობას ამავე უწყებაში სხვა პოზიციაზე გააგრძელებს.