ირაკლი კობახიძე: დათვლილი გვაქვს 5 ათეული ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება „ნაცმოძრაობას“

„საქართველოში, სამწუხაროდ, დანერგილია პრაქტიკა, როცა ათეულობით „არასამთავრობო ორგანიზაცია“ იქმნება იმისათვის, რომ არჩევნებს დააკვირდნენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მათ დათვლილი აქვთ 5 ათეული ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირდება.

„საქართველოში, სამწუხაროდ, დანერგილია პრაქტიკა, როცა ათეულობით „არასამთავრობო ორგანიზაცია“ იქმნება იმისათვის, რომ დააკვირდნენ არჩევნებს. სინამდვილეში, ეს არის პარტიული რესურსი და პარტიული რესურსის მობილიზაციის საშუალება. ეს არის ძალიან სამწუხარო პრაქტიკა. ჩვენ გვაქვს დათვლილი 5 ათეული ასეთი ორგანიზაცია – ე. წ. სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ და ისინი არიან რეგისტრირებულნი, როგორც დამკვირვებლები. ეს არის ძალიან სამწუხარო პრაქტიკა, ჩვენ ვცადეთ ამის წინააღმდეგ რეგულაციების შეტანა კანონმდებლობაში, თუმცა, ამის წინააღმდეგ წამოვიდა სწორედ ოპოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები