დღეს “რუსთავი2” მორიგ სოციოლოგიურ კვლევებს გაასაჯაროებს
დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2” მორიგ სოციოლოგიურ კვლევებს გაასაჯაროებს. კომპანიის დაკვეთით, ბრიტანული კომპანია Survation-ი მაჟორიტარულ ოლქებში გამოკითხვებს განაგრძობს. ორი კვლევა თბილისში, ხოლო ოთხი რეგიონში ჩატარდა.
მონაცემებს ტელეკომპანია დღეს 9 საათზე, მთავარ გამოშვებაში წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ Survation-ი საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანიაა ბრიტანეთიდან. ის ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და წარმატებული კომპანია ბრიტანეთის ბაზარზე. მას აქვს პოლიტიკური კვლევების გამოცდილება უკანასკნელი რამოდენიმე წლის ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში. ამჯერად, კომპანიამ საქართველოში საველე სამუშაოები ჩაატარა 12-დან 19 სექტემბრის ჩათვლით. 6 ოლქში გამოიკითხა 1828 რესპოდენტი – საბურთალოს, ისნის, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის, კასპი-გორის, ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს და ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო წალკის ოლქებში.