რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს პატიმრობა შეეფარდა
რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, დაცვის მხარემ 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, პროკურატურამ კი დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.
მერაბ ბესელიას ადვოკატის, პაატა მეხრიშვილის განცხადებით, ბრალდებული მომხდარის ფაქტობრივ გარემოებებს ეთანხმება, თუმცა, ბრალის ფორმულირებას არა.
ცნობისთვის, მერაბ ბესელიას მორაგბე „შვიდკაცას“ კაპიტანის რამაზ ხარაზიშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან.