რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის მე-12 წლისთავს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს.
„რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. რუმინეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, – ნათქვამია რუმინეთის საგარეო სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.