ენგურის ხიდზე გადაადგილება დროებით არის აღდგენილი

ოკუპირებული აფხაზეთმა ენგურის ხიდზე კიდევ ერთი ე.წ. ჰუმანიტარული დერეფანი მოაწყო, რომლითაც სარგებლობა მოქალაქეებს 5-9 აგვისტოს, დილის 9:00 საათიდან  19:00 საათამდე შეეძლებათ.

ე.წ.უშიშროების სამსახურის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ყველა პირი, ვინც ე.წ. საზღვარს გადაკვეთს, სამედიცინო-სანიტარულ შემოწმებას გაივლის.

ამასთან, ე.წ.საზღვრის გადაკვეთის დროს ადამიანებმა თან უნდა იქონიონ: “აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი; აფხაზეთის რესპუბლიკის 2016 წლის ნიმუშის შიდა პასპორტი; ბინადრობის უფლება; 14 წლამდე ბავშვებისთვის აუცილებელია დაბადების მოწმობა”.

ბოლოს საოკუპაციო ძალებმა ენგურის ხიდი 13-17 ივლისს გახსნეს. მათი ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში ე.წ.ჰუმანიტარული დერეფნით 1269 ადამიანმა ისარგებლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები