ოკუპირებულ აფხაზეთში “კოვიდ19” კიდევ სამ ადამიანს დაუდასტურდა.
დე ფაქტო მთავრობის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში ვირუსზე ტესტი 26 პირს ჩაუტარდა და მხოლოდ სამი აღმოჩნდა დადებითი.
ამჟამად, გუდაუთის საავადმყოფოში 17 პაციენტი მკურნალობს.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის სულ 84 შემთხვევაა დადასტურებული, 37 პაციენტი განიკურნა, 3 გარდაიცვალა.