ამირან გამყრელიძე: ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას აჭარბებს, რაც საყურადღებოა

“ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 63 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული, 46 გამოჯანმრთელებულია, რაც დამაფიქრებელია”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას აჭარბებს, რაც საყურადღებოა.

„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს 10-11 შემთხვევა. ზოგადად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 63 ახალი შემთხვევაა ქვეყანაში დაფიქსირებული და 46 გამოჯანმრთელებული, რაც დამაფიქრებელი ინდიკატორია. მოგეხსენებათ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოჯანრთელებულთა რაოდენობა აჭარბებდა ინფიცირებულთა რაოდენობას. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი მოხდა რევერსი და ახლა ინფიცირებულთა რაოდენობა აჭარბებს გამოჯანმრთელებულთა ოდენობას, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს. 63-დან 7-ის წყარო ამ ეტაპზე დაუდგენელია”, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები