ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 6 კი ინფიცირებულებთან კონტაქტია

“საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ათივე ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია”,- ამის შესახებ “კვირას” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 6 კი ინფიცირებულებთან კონტაქტია.

შეგახსნებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1028-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 899-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები