არჩილ თალაკვაძე: 18 ივნისიდან პარლამენტი გადადის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვისთვის გამოყოფილი ერთთვიანი ვადა 18 ივნისს იწურება. როგორც მან აღნიშნა, ხვალ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე საჯარო განხილვა გაიმართება.

„ეს იქნება მეორე საჯარო განხილვა და ამის შემდეგ, უკვე 18 ივნისს იწურება ერთთვიანი ვადა, რაც გამოყოფილია საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვისთვის. პრაქტიკულად, 18 ივნისიდან პარლამენტი უკვე გადადის ამ ცვლილებების განხილვის პროცესში, რაც ნიშნავს, რომ ივნისშივე ჩვენ შევძლებთ ცვლილებების კენჭისყრასა და შეთანხმებული საარჩევნო სისტემის მიღებას უკვე საკანონმდებლო დონეზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა საქართველოს “პირველი არხის” ეთერში 4 ივნისს გაიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები