“აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება საკმაოდ მოცულობითია”

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება საკმაოდ მოცულობითია.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მიმართულებებზე USAID-მა, დაახლოებით, 2 მილიონ 700 ათასი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო.

„დახმარება არის საკმაოდ მოცულობითი და ფართო სხვადასხვა მიმართულებით. რიგ შემთხვევაში ჩვენ არსებული პროექტები გამოვიყენეთ იმისთვის, რომ შეგვეცვალა ისინი და გადაგვემისამართებინა ახლად წარმოქმნილ საჭიროებებზე. ჯანდაცვის მიმართულებებზე USAID-მა, დაახლოებით, 2 მილიონ 700 ათასი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო და, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, განახორციელებს სხვადასხვა პროექტს ჯანდაცვის მიმართულებით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, ჯანდაცვის სფეროში ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაწეული დახმარება, რომელიც მოხმარდება ვირუსის გავრცელების პრევენციას, სამედიცინო პერსონალის გადამზადებასა და, ასევე, ეპიდზედამხედველობის სხვადასხვა მიმართულებას. ასევე, 500 ათასი ლარის ოდენობის დამცავი აღჭურვილობა გადავეცით სამინისტროებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წინა ხაზზე იბრძოდნენ და ახორციელებდნენ დახმარებას. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ჩვენი თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან და ისეთ სფეროებში, როგორიც არის სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ხელმისაწვდომობა კრედიტებზე. ასე რომ, ძალიან მრავალმხრივია ეს დახმარება, ალბათ, გამიჭირდება ერთიანობაში დასახელდეს რაოდენობა იმიტომ, რომ მრავალი სხვადასხვა წყაროდან მომდინარეობს და ჩვენს კოლეგებთან, სხვადასხვა დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან – გაეროსთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ევროკავშირთან ერთად ვცდილობთ უზრუნველვყოთ დახმარება ისეთი მიმართულებებით, სადაც ეს აუცილებლობას წარმოადგენს”, – განმარტა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები