ლევან რატიანი: სახლში დარჩენა გამოიწვევს იმ ადამიანების ინფიცირების შემცირებას, რომლებიც შესაძლებელია, კლინიკაში მოხვდნენ
“სახლში დარჩენა გამოიწვევს იმ ადამიანების ინფიცირების შემცირებას, რომლებიც შესაძლებელია, კლინიკაში მოხვდნენ”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
რატიანმა მოსახლეობას კორონავირუსის პრევენციის მიზნით მთავარი მოწოდების დაცვისკენ – სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
„საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს, NCDC-ისა და, ასევე, ჩვენი, ყველა ექიმის მოწოდებაა, რომ როცა დგება პიკი, იმისთვის, რომ არ იყოს მოწოლა და არ გამოვლინდეს კლინიკების კოლაფსი, პირველი მოწოდება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისადმი არის, ეს არის დარჩეს სახლში. სახლში დარჩენა გამოიწვევს იმ ადამიანების ინფიცირების შემცირებას, რომლებიც შესაძლებელია, კლინიკაში მოხვდნენ“, – განაცხადა რატიანმა.