“რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფ, დაახლოებით, 20 პაციენტს ჩაუტარდება კორონავირუსზე ტესტი, პასუხები დღის ბოლოს გვეცოდინება”
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, დევი ტაბიძის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში 50 პაციენტი მკურნალობს, აქედან ორი კორონავირუსით ინფიცირებულია.
მისივე თქმით, დღეს, დაახლოებით, 20 პაციენტს ჩაუტარდება კორონავირუსზე ტესტი და პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
“დღეისათვის კლინიკაში არის 50 პაციენტი. ახლა კლინიკაში იმყოფება ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელიც გადის მკურნალობას. ვფიქრობთ, დაახლოებით, 20 პაციენტი გაიტესტება. პასუხი გვეცოდინება დღის ბოლოს. რაც შეეხება გუშინდელ გატესტილებს – არცერთი აღმოჩნდა დადებითი.
ასევე, მინდა ვთქვა, რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი და კრიტიკული მედიცინის ცენტრი არის ქართული ჯანდაცვის ალმა მატერი. აქედან ისწავლა ყველამ ყველაფრის გაკეთება, ჩვენ პაციენტს არსად არ ვაგზავნით, არსად გადაგვყავს და ყველანაირი რესურსი გვაქვს, რომ ჩვენს პაციენტებს მივხედოთ ათიანზე“, – განაცხადა ტაბიძემ.