მარიან ეზუგბაია: ქვეყანაში კორონავირუსით ბავშვების დაავადების მაჩვენებელი შედარებით მაღალ პროცენტად მიიჩნევა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მისივე თქმით, არასრულწლოვნებში დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება.

„გვყავს ოთხი ბავშვი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, რაც ნიშნავს, რომ დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, მიიჩნევა თუ არა დაავადების მაღალ მაჩვენებლად არასრუწლოვანთა რაოდენობა, მარინა ეზუგბაია პასუხობს, რომ აღნიშნული მონაცემი, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, შედარებით მაღალ პროცენტად მიიჩნევა.

„ეს მიიჩნევა შედარებით მაღალ პროცენტად, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით. თუ არ შემოგვემატება ბავშვთა ასაკი, ეს პროცენტი დაიწევს და გაუთანაბრდება იმ მონაცემებს, რაც არის სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები