კახა კალაძე: საარჩევნო სისტემა, რომელიც ხელისუფლებამ ოპოზიციას შესთავაზა, პატარა პარტიებს პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობას მისცემს

“ოპოზიციისთვის შეთავაზებულია ორი ვარიანტი – 100/50 და 110/40, ორივე ვარიანტი შესაძლებელია.
ბარიერს რაც შეეხება, პრობლემა არ არის, როგორც მათ სურთ ისე გაკეთდეს. უნდათ, ერთპროცენტიანი ბარიერი გაკეთდეს და უნდათ –  ხუთპროცენტიანი”, – ამის შესახებ თბილისის თბილისის მერმა, კახა კალაძემ საარჩევნო სისტემაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო სისტემით, რომელიც ხელისუფლებამ შესთავაზა ოპოზიციას, პატარა პარტიებს მიეცემა შესაძლებლობას, ხალხის მხარდაჭერის შემთხვევაში, მოხვდნენ პარლამენტში.

„ოპოზიციის მიმართ შეთავაზება გაკეთებულია უკვე. ჩვენი მხრიდან არაერთხელ იქნა გაკეთებული მზაობასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს შეთანხმება და მოხდეს კონსენსუსი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. შეთავაზებულია ორი ვარიანტი, 100/50 და 110/40. ორივე ვარიანტი შესაძლებელია, რომ განხორციელდეს. ბარიერს რაც შეეხება, პრობლემა არ არის, როგორც მათ სურთ, ისე გაკეთდეს –  უნდათ, ერთპროცენტიანი ბარიერი გაკეთდეს, უნდათ – სამ და უნდათ ხუთ პროცენტიანი. არანაირი პრობლემა არ არის. ზოგადად, ოპოზიციაშიც არის განხეთქილება. საარჩევნო სისტემით, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, პატარა პარტიებს მიეცემათ იმის შესაძლებლობა, ხალხის მხარდაჭერის შემთხვევაში, მოხვდნენ პარლამენტში. შესაბამისად, ეს ჩვენი შეთავაზება აუცილებლად უნდა გამოიყენონ. ჩვენ მოვისმინეთ, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის პოზიციები მზაობასთან დაკავშირებით, რომ ისინი ამ სისტემას მხარს დაუჭერენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული შეთანხმება აუცილებლად მოხდება.
პრობლემა წამოვიდა იქედან, რომ არის დეპუტატების რაოდენობა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას. ორმოცამდე დეპუტატია, შესაბამისად, ჩვენი შეთავაზება 110/40 იმიტომ იქნა გაკეთებული, რომ ეს ყველა უთანხმოება თავიდან ყოფილიყო აცილებული, თუმცა ყველაზე მთავარი არის ის, რომ მმართველი გუნდი გამოხატავს მზაობას და გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები შეთანხმებისკენ. ჯერი კი ოპოზიციაზეა. თუ ისინი არ დათანხმდებიან, ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ინიცირებას და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები