შავ ზღვაში „რეგიონალური სტაბილურობის ამაღლების“ მიზნით, აშშ-ის სამხედრო გემი შევიდა

შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო გემი USS Ross “უსაფრთხოებისა და რეგიონალური სტაბილურობის ამაღლების” მიზნით შევიდა.

ამის შესახებ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების საიტზეა ნათქვამი.

“ამ ვიზიტით, შავი ზღვის ქვეყნების პარტნიორებთან ჩვენს ურთიერთობას თანმიმდევრულად ვამყარებთ. შავ ზღვაში ოპერაციებს, უსაფრთხო საზღვაო გარემოს შექმნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტში განაცხადეს, რომ ამერიკული ხომალდის გადაადგილებას თვალყურს მიადევნებენ.

USS Ross აღჭურვილია საინფორმაციო-მართვადი სისტემით Aegi-თ; Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტების გამშვები დანადგარებით; საზენიტო რაკეტით RIM-156 SM-2 , ან ნავსაწინააღმდეგო რაკეტით RUM-139 VL-Asro. გემს შეუძლია ბორტზე Sikorsky SH-60 Seahawk ტიპის ვერტმფრენი მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები