ლევან იზორია: დასჯა თუ არის ელჩად გერმანიაში მივლინება, ესეც საინტერესო დეტალია

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს ყოფილმა მდივანმა, ლევან იზორიამ მის ძმასთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ განმარტება გააკეთა.

ყოფილი პოლიციელი გიორგი დვალიშვილი ლევან იზორიას ძმას სამართალდამცველების შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მან ერთ-ერთ არხს 2014 წელს გადაღებული კადრები მიაწოდა, სადაც ასახულია ვახტანგ იზორიას დაკავება და კამათი პოლიციელებთან. კადრებში ჩანს, როგორ ემუქრება ის პოლიციელს, რომელმაც დააკავა.

ლევან იზორიას განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ მომხდარ ინციდენტში მისი მხრიდან გარკვეულ შემხებლობას ჰქონდა ადგილი აბსურდია.

“ამას ჰქონდა შთაბეჭდილება და გუშინ კიდევ უფრო გამიმყარდა ის, რომ გარკვეული სცენა იყო დადგმული. კერძოდ, ადამიანი, რომელიც 5 წელი ინახავდა კადრებს, თურმე მალავდა მას და შემდეგ აჟღერებს ამ კადრებს, თქვენ როგორი შთაბეჭდილება დაგრჩებათ? რომ ემზადებოდა გარკვეული მოვლენისთვის. თუმცა ამ ადამიანსვე პოლიციაში არანაირი შეზღუდვა და შევიწროება არ ჰქონდა. საუბარი ჩარევაზე, ზეწოლაზე და საუბარი თუგინდ იმაზე, რომ გარკვეულ შემხებლობას ჰქონდა ადგილი ჩემის მხრიდან არის აბსურდი და ზედმეტი. როდესაც გაიგეს, ის რაც რამდენიმე კვირაა ცნობილია, რომ ჩემი საქმიანობა საქართველოს დაზვერვის სამსახურში დღეს შეწყდა და ერთ-ერთი ჟურნალისტი გუშინ აცხადებს, რომ ამის გამო უნდა დაისაჯოს. არადა ორი თვეა ეს ფაქტი ჩემთვის ცნობილია, დასჯა თუ არის ელჩად გერმანიაში მივლინება, ესეც საინტერესო დეტალია”, – განაცხადა იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები