24 იანვარი
11:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ადვოკატები გიორგი ჩერქეზია და სალომე აბესლამიძე პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: აზარტული თამაშების კომპანიაში მოთამაშეებმა ჯეკპოტი მოიგეს, რომელსაც კომპანია არ გასცემს. ადვოკატების მტკიცებით, კომპანია თაღლითობს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოიკვეთა მოთამაშეების პერსონალურ მონაცემთა ხელყოფის ფაქტები.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი. საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24