20 იანვარი
10:30 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მთავარი პროკურორობის კანდიდატი ალექსანდრე კობაიძე განცხადებას გააკეთებს.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი. საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24
11:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მთავარი პროკურორობის კანდიდატი, „ადვოკატთა ასოციაციის“ მიერ წარდგენილი კობა კობახიძე განცხადებას გააკეთებს.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი. საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24
11:30 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: მიხეილ სააკაშვილისა და მამუკა ხაზარაძის ერთობლივი ძალისხმევით, რამაზ ახვლედიანისთვის წართმეული ლისის ტბის საქმე ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ გასაჩივრდა.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი. საკონტაქტო ტელ: 599 291202; 593 53 45 24
12:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომიკის ექსპერტი ანდრია გვიდიანი განცხადებას გააკეთებს.
თემა: კონგრესმენ მარკუეინ მალინის წერილი და კომპანია “Frontera Resources”-ის საკითხი.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი. საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24
11:00 საათზე. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, საზოგადოებას კომიტეტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.
საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამის მთავარი მენეჯერი თეონა ყუფუნია.
ადგილი: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია”, მესამე დარბაზი
11:00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკი (ინოვაციების ქ.#7, ოქროყანა) ტექნოლოგიების ტრანსფერის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას უმასპინძლებს.
შეხვედრას გახსნიან მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი და ევროკავშირის წარმომადგენელი. ღონისძიებას დაესწრებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების წარმომადგენლები.
ღონისძიების მიზანია კომერციალიზაციის გზამკვლევების წარდგენა შერჩეული პროექტებისთვის და მრჩეველთა საბჭოს მიერ არჩეული პროექტების რატიფიცირება შემოთავაზებული მხარდაჭერის სქემით.
19.00 საათზე სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ირაკლი ბერიძის საგალობლებისა და სიმღერების ალბომის “მშვიდობაში” პრეზენტაცია გაიმართება.