„რუსეთის ხელშეწყობით ირანი აპირებდა სამხედრო გადატრიალებას ერაყში, ამას უნდა მოჰყოლოდა მუსულმანური სამყაროს აჯანყება“
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთის ხელშეწყობით ირანი აპირებდა სამხედრო გადატრიალებას ერაყში. ამას უნდა მოჰყოლოდა მთელი მუსულმანური სამყაროს აჯანყება დასავლეთის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
კასრელიშვილმა ირანისა და აშშ-ს ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.
„ჩვენ პროგნოზი გვქონდა და ვარაუდობდით იმას,რ ოგორც განვითარდა მოვლენები. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთის ხელშეწყობით ირანი აპირებდა სამხედრო გადატრიალებას ერაყში. ამას უნდა მოჰყოლოდა მთელი მუსულმანური სამყაროს აჯანყება დასავლეთის წინააღმდეგ. ეს პიროვნება, რომელიც ლიკვიდირებული იქნა სხვა გენერლებთან ერთად, იქნებოდა ლიდერი ანტიდასავლური აჯანყებისა. ყველა ფიქრობდა, რომ აშშ დაარტყამდა ირანს და ამის რეალური საფრთხე იყო. მაგრამ სამხედრო ელიტამ ტრამპი დაარმწუნა, რომ მათთვის არანაირი პრობლემა არ არის ირანის ფიზიკური განდგურება, უბრალოდ რამდენიმე საშუალება ხელში გვიჭირავს , ომი ბოლო ვარიანტია და რად გვინდაო – შინაურულად რომ ვთქვათ.
რა შანსები აქვს აშშ-ს უომრად: საერთაშორისო ზეწოლა, რაც დაიწყო. მეორე- ირანის შიგნით არსებულ ხელისუფლებას სერიოზული ოპოზიცია ჰყავს. ლიკიდირებული გენერალი ამ ოპოზიციის მტერი იყო. ასევე ისეთი სანქციები დაადეს, ეჭვი ემაპრება თუნდაც ამას 6 თვე გაუძლონ. ამ წლის შემოდგომაზე ჩვენ იქ ძალიან სერიოზულ სოციალურ-ეკონომიკურ აფეთქებას ველდოებით“, – განაცხადა კასრელიშვილმა.