დავით მათიკაშვილი: კანონის ფარგლებში აზრის გამოხატვის უფლება ყველა ჯგუფს უნდა ეძლეოდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილის მიიჩნევს, რომ კანონის ფარგლებში აზრის გამოხატვის უფლება ყველა ჯგუფს უნდა ეძლეოდეს.
როგორც მან ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, ნებისმიერი კანონდარღვევა სამართალდამცველების მიერ უნდა აღიკვეთოს.
“კანონის ფარგლებში ყველა ჯგუფს უნდა ეძლეოდეს საშუალება, რომ საკუთარი აზრი გამოხატოს. ეს დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყნის მომავალია. ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზღვარს გადავა და იქნება კანონდარღვევა, რა თქმა უნდა, სამართალდამცველების მხრიდან აღკვეთილი უნდა იყოს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.
ფილმთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც. საქართველოს საპატრიარქო ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება.
შს სამინისტროს ცნობით კი, ფილმის ჩვენებისას უწყება უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები