სუს-ის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.

მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს, ასევე ორი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები მიმოიხილეს.

საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული შესაბამისი თანამშრომლობის განმტკიცების პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები