კაჭრეთში ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებმა კახეთში, სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. უწყების ინფორმაციით, ამ დრომდე გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები. ცეცხლის ქრობაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ადგილზე მობილიზებული იყო კაჭრეთის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და თბილისის სახანძრო სამაშველო ტექნიკა და მეხანძრე მაშველები – ჯამურად, 10 მანქანა და 50-მდე მეხანძრე-მაშველი.
გურჯაანში, ზემო კაჭრეთში ცეცხლი ეკიდა ტყვის ქვედა საფარს, ნამკალსა და საძოვარს, ასევე, ეკალბარდსა და ბალახს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების ოპერატიული მუშაობისა და ხანძრის ქრობაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დროული ჩართვის შედეგად, ხანძრის მოკლე დროში ლოკალიზება და ტყის მასივში დაცვა მოხერხდა.
​სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, ამ დროისთვის, ხანძრის ცალკეული კერების ქრობის სამუშაოებს აწარმოებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები