ადამიანის უფლებათა სამდივნომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომის წინა საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე არსებული სამთავრობო სამოქმედო გეგმის 2018 წლის შესრულების მიმდინარეობა და არსებული გამოწვევები განიხილეს.
შეხვედრის მონაწილეებმა კომისიის სხდომაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ფორმატსა და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები