ზემო კაჭრეთში ხანძარია – ცეცხლის ქრობის პროცესში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო

კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძარია. ცეცხლი ტყვის ქვედა საფარსა და საძოვარს, ასევე, ეკალბარდსა და ბალახს უკიდია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია კაჭრეთისა და გურჯაანის 4 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 20-მდე მეხანძრე მაშველი. მათივე ცნობით, დასახმარებლად გასულია სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები – 6 მანქანა და 30-მდე მეხანძრე მაშველი.
ცეცხლის ქრობის სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები