საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 23 415 მართვის მოწმობა გაიცა

“საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 23 415 მართვის მოწმობა გაიცა”, – ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.
​მათივე ცნობით, ყოველთვიურად, საშუალოდ, 3 ათასი მართვის მოწმობა გაიცემა. თუმცა, სტატისტიკის თანახმად, მაჩვენებელი ივლისში მნიშვნელოვნად გაზრდილია. თვეების მიხედვით, იანვარში 2876 მოწმობა გაიცა, თებერვალში – 2653, მარტში – 3420, აპრილში – 3386, მაისში – 2992, ივნისში – 3077, ივლისში – 5011.
​შსს-ს მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში 49 121 მართვის მოწმობა გაიცა, აქტიური სტატუსის მქონე მოწმობების რაოდენობა კი 2018 წლის ბოლოსთვის 1 233 437 იყო.
ამასთან, მომსახურების სააგენტომ უკვე შეიმუშავა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ფარგლებშიც იცვლება მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკულ გამოცდის წესი, კერძოდ, საგამოცდო პროცესს ემატება ახალი ეტაპი, რომელიც რეალურ საგზაო პირობებში გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები