საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და დამატებით განმარტებებს ავრცელებს

საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სოციალურ ქსელში კიბერ თაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები გამოჩნდა, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, კიბერ თაღლითები ვებ-გვერდზე შესაყვანად მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ.
ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას.
საპენსიო სააგენტომ თაღლითური სქემის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა და მიმდინარეობს გამოძიება.
საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული.
საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები