რომელ უბნებში მუშაობენ უკვე მართლწესრიგის ოფიცრები და როგორ დავუკავშირდეთ მათ

თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონს 117 მართლწესრიგის ოფიცერი ჰყავს და საკუთარ სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. ოფიცრებს თავიანთი სამოქმედო უბნის მოსახლეობასთან ყოველდღიური კავშირი აქვთ და ფარავენ ისეთ თემებს, როგორიცაა: არასრულწლოვანთა უსაფრთხოება, ოჯახური ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობა, სამეზობლო კონფლიქტები, საცხოვრებელი გარემოს უსაფრთხოება და ა.შ.

მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია.

როგორც ,,კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ოფიცრები მოქმედი თანამშრომლებიდან და ღია კონკურსის მეშვეობით შეირჩა. მათ რამდენიმეთვიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს და მუშაობა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში დაიწყეს.

საკუთარი უბნის ოფიცრის მოძებნა მოსახლეობას officer.ge-ზე შეუძლია. ოფიცრებთან დაკავშირების საშუალება მოქალაქეებს ნებისმიერ დროს აქვთ სოციალურ ქსელში (ფეისბუქში) ოფიცრების პირადი გვერდების მეშვეობით და მობილური ტელეფონით.
მართლწესრიგის ოფიცრები უახლოეს პერიოდში ძველი თბილისის რაიონშიც დაიწყებენ მუშაობას.

მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ეტაპობრივად, ჯერ თბილისის მასშტაბით, მოგვიანებით კი მთელ საქართველოში დაინერგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები