ვახტანგ გომელაური: საქართველოში მცხოვრები „ისლამური სახელმწიფოს“ შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენები 2018 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა (ვიდეო)

“ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მცხოვრები „ისლამური სახელმწიფოს“ შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენები 2018 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
გომელაურის თქმით, აღნიშნულის მიუხედავად, საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ტერორისტული საფრთხის სრულად გამორიცხვა შეუძლებელია.
“გასულ წელს საქართველოსთვის, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის, ძირითად ტერორისტულ გამოწვევას „ისლამური სახელმწიფო“ და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები წარმოადგენდნენ. ტერორისტული ორგანიზაცია აგრძელებდა დასუსტებისა და ტერიტორიული დანაკარგების შემდეგ შემუშავებული ახალი სტრატეგიით მოქმედებას. აღნიშნულის ფარგლებში, ტერორისტების მოქმედების მთავარ იარაღად იქცა კონფლიქტის ზონის მიღმა ტერორისტული აქტების განხორციელება და ინტერნეტის გამოყენებით პირთა რადიკალიზაცია. ზემოაღნიშნული და სხვა ტიპის ტერორისტული საფრთხეების გამოვლენისა და მათთან გამკლავების მიმართულებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად ახორციელებდა შესაბამის ღონისძიებებს. მიმდინარეობდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების დადგენა და მათი მხრიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მცხოვრები „ისლამური სახელმწიფოს“ შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენები 2018 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა. ორგანიზაციის სავარაუდო მხარდამჭერები განიცდიან იდეოლოგიურ და ფინანსურ კრიზისს. აღნიშნულის მიუხედავად, საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ტერორისტული საფრთხის სრულად გამორიცხვა შეუძლებელია. შესაბამისად, საფრთხეების გამოვლენის, მათი პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები