დავით სერგეენკომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეები სამედიცინო საზოგადოებას პირადად გააცნო

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეები და სამომავლო გეგმები სამედიცინო საზოგადოებას პირადად გააცნო. მინისტრმა  პროგრამის შედეგები და არსებული გამოწვევები მიმოიხილა.

ერთ-ერთი სიახლე კი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით განხორციელდა. უკვე გაფართოვდა იმ აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც ბენეფიციარებს მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ან მინიმუმ განახევრებულ ფასად შეუძლიათ. მთელი საქართველოს მასშტაბით, პროგრამის ბენეფიციარებს  118 აფთიაქი მოემსახურებათ.

ეს აფთიაქებია:

  1. „PSP“;
  2. “ავერსი“;
  3. „ჯიპისი“;
  4. „ფარმადეპო“;
  5. „სახალხო აფთიაქი“.

ასევე, მუდმივად იზრდება პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი მედიკამენტებისა და დაავადებების ნუსხა. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების  მნიშვნელოვან  დაფინანსებას. პროგრამით ფინანსდება 6 წამყვანი ქრონიკული დაავადების სამკურნალო ყველაზე მოხმარებადი 35 დასახელების მედიკამენტი.

პროგრამით სარგებლობისთვის თავდაპირველად  პაციენტი მიმართავს  ოჯახის ექიმს ან ექიმ-სპეციალისტს, რომელიც გასცემს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) და რეცეპტს (ფორმა N3), სადაც მითითებულია მისთვის საჭირო მედიკამენტების გენერიული დასახელება. ამის შემდეგ, მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს რეგისტრაციისთვის და  წარადგენს ექიმის მიერ გადაცემულ ფორმა N100-ს. მედიკამენტის მისაღებად კი პაციენტი მიმართავს პროგრამის მიმწოდებელ ნებისმიერ აფთიაქს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები