ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა გრძელდება – როგორია შედეგები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში განისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები.
როგორც „კვირას“ უწყებიდან აცნობეს, გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდისა (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.
„24 და 29 აპრილს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 25 აპრილს ნორმაზე 1.1-ჯერ გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქ.ქუთაისში, 26 აპირილს ქ.რუსთავში – 1.2-ჯერ, ქ.ქუთაისში 1.5-ჯერ, ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე უმნიშვნელოდ, 27 აპრილს ქ.ქუთაისში 1.1-ჯერ, 28 აპრილს ქ.რუსთავში 1.3-ჯერ, 30 აპრილს ქ.ქუთაისში 1.4-ჯერ, ქ.ბათუმში 1.3-ჯერ, ხოლო ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე უმნიშვნელოდ. 1 მაისს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე 1.1-ჯერ, ქ.რუსთავში 1.3-ჯერ, ქ.ქუთაისში 1.4-ჯერ, ხოლო ქ.ბათუმში 1.2-ჯერ.
ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირსა და ქ. ქუთაისში 1.1-ჯერ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.5-ჯერ და ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.6-ჯერ.
ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: დიდი დიღომი, III მიკრორაიონი, №192 საჯარო სკოლასთან; დიდი დიღომი, I მკ. რ-ნი, მირიან მეფის ქ.№16ა, სკოლა „იბერია“-სთან; ანდრია აბაშიძის ქ.№12, ბაგა-ბაღი „მაკნატუნა“-სთან; მერაბ ალექსიძის ქ. №8, საბავშვო ბაგა-ბაღთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.
ყოველკვირეულად, ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ქვეყნდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ გვერდზე nea.gov.ge, ხოლო ყოველდღიური მონაცემების ნახვა შესაძლებელია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge.“, -აღნიშნულია ინფორმაციაში

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები