თბილისის რამდენიმე უბანს, ელექტრომომარაგების შეზღუდვის გამო, წყალმომარაგება შეზღუდული აქვს

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის “იმერეთის” ავარიულად გათიშვის გამო განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აღნიშნული პრობლემის გამო, თბილისის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება შეზღუდული აქვს.
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით დღეს, 2 მაისს, 18:11 წუთზე 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი” ავარიულად გაითიშა, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, მათ შორის თბილისის ნაწილს.
ელექტროენერგია შეეზღუდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ბახტრიონის, ნუცუბიძის, ვაზისუბნის I აწევის, მუხრანის და კაიშაურის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგურებს, რის გამოც წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:
ვაკე-საბურთალოს და კრწანისის რაიონების ნაწილს; ვაზისუბნის მიკრორაიონებს, ელიას და ლოტკინის დასახლებას.
კომპანიის სატუმბო სადგურებში ელექტროენერგიის მიწოდების შემდეგ წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება აღდგება”,- ნათქვამია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები