ირაკლი ბერაია: აქტიურად ვიბრძოდი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, თუმცა პოლიტიკურად ანგაჟირებული არ ვყოფილვარ

“მესმის კითხვები და საუბრები ჩემი კოლეგების მხრიდან – სად ვიყავი მე მანამდე, მე ვიყავი იქ, სადაც ვიყავი 2011 წლიდან. მე ვარ ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებელი”, – ამის შესახებ დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ ოთარ კახიძესთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ განაცხადა.
ბერაია აცხადებს, რომ აქტიურად იბრძოდა “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ, თუმცა პოლიტიკურად ანგაჟირებული არ ყოფილა. „მესმის კითხვები და საუბრები ჩემი კოლეგების მხრიდან – სად ვიყავი მანამდე. მე ვიყავი იქ, სადაც ვიყავი 2011 წლიდან. მე ვარ ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებელი. ვიყავი დაჯარიმებული ნათია მოგელაძის მიერ. მეტსაც გეტყვით – „ქართუ ბანკის“ რამდენიმე თანამშრომელი დაგვაჯარიმეს და ჩემი ჯარიმა იყო ყველაზე სოლიდური. აქტიურად ვიბრძოდი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, თუმცა, პოლიტიკურად ანგაჟირებული არ ვყოფილვარ და პოლიტიკური მომავლისკენ ნაბიჯების გადამდგმელი პიროვნება არ ვიყავი. მაგრამ ვიბრძოდი ჩემი ქვეყნისა და შვილების უკეთესი მომავლისთვის. არ მივიჩნევ, რომ ახალი სახე ვარ „ქართული ოცნებისთვის“. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ და ამ კანონპროექტის მხარდამჭერი. რაც შეეხება ავტორობას – არ ვარ ავტორი, რადგან არ მაქვს იურიდიული განათლება. თავს უფლება არ მივეცი, ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე, ერთ-ერთ ავტორი ვყოფილიყავი, თუმცა – მხარს ვუჭერ“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ცნობისთვის, დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, “ევროპული საქართველოს” დეპუტატ, ოთარ კახიძესა და უმრავლესობის დეპუტატ, ირაკლი ბერაიას შორის დაპირისპირება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები