დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ვაშინგტონში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონში, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა.
როგორც “კვირას” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ორმხრივი შეხვედრები გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში და აშშ-ის ვაჭრობის წარმომადგენლის ოფისში. ვაშინგტონში, დიმიტრი ცქიტიშვილი ვერმონტის შტატის სენატორს, ბერნი სანდერსს შეხვდა. დეპუტატი შეხვდა ამერიკის პროფესიული კავშირებისა (AFL-CIO) და ამერიკული სოლიდარობის ცენტრის წარმომადგენლებს.
დიმიტრი ცქიტიშვილი საქართველოს პარლამენტში შექმნილ შრომით საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია. აქედან გამომდინარე, ვაშინგტონში გამართულ ყველა შეხვედრაზე მთავარი საკითხი სწორედ შრომითი კანონმდებლობა, კერძოდ კი – შრომითი უფლებები, შრომის უსაფრთხოება და შრომის ინსპექცია იყო. დიმიტრი ცქიტიშვილთან ერთად, შეხვედრებს ქართული მხრიდან, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, დავით ბაქრაძე; საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი აშშ-ში, გიორგი ციკოლია და საქართველოს კონსული აშშ-ში, ლევან ბერიძე. ვაშინგტონში ოფიციალურ ვიზიტამდე, ნიუ იორკში, დიმიტრი ცქიტიშვილი გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის (CSW) 63-ე სესიას დაესწრ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები