გედევან ფოფხაძე: ბოლოს, ისეთი ცუდი კანდიდატები შემოვა, მეც ჩინჩალაძეს მივცემ ხმას

“ბოლოს, ისეთი ცუდი კანდიდატები შემოვა ჩინჩალაძის ფონზე, რომ მეც მივცემ ჩინჩალაძეს ხმას. ფონი შეიქმნება ასეთი – ცუდი და იმაზე უარესი”, – ასე გამოეხმაურა დეპუტატი გედევან ფოფხაძე მოსამართლეთა უვადოდ განწესების შესახებ “ქართული ოცნების” მიერ მომზაადებულ პროექტს, რომელსაც დღეს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში განიხილავენ.
„ამ მოდელიდან გამომდინარე, ღირსეული ადამიანები როგორ მოვლენ პარლამენტამდე? ღირსეული ადამიანები სააკაშვილის დროს ვერ ხვდებოდნენ სასამართლოში, ვერ ხდებოდნენ მოსამართლეები. ახლა ეს იუსტიციის საბჭო, რომელიც სააკაშვილის მემკვიდრეობაა, ისევ არ უშვებს სასამართლოში ღირსეულ ადამიანებს მოსამართლეებად. ე.ი რა გამოდის ამ კანონით?! ჩვენ ვკეტავთ სამეცნიერო წრეებს, ვკეტავთ ადვოკატებს, ვკეტავთ ყველა იმ იურისტს, ვისაც ბიოგრაფია აქვს სუფთა, აქვს სამოქალაქო სექტორში ნამუშევარი, ვისაც აქვს ადამიანის უფლებისთვის ნაბრძოლი და ამ ჩარჩოში ვაქცევთ ამ ყველაფერს და გადაგვაქვს ისეთ პროცედურებში, რომ კიდევ უფრო გაიფილტროს და ბოლოს, ისეთი ცუდი კანდიდატები შემოვა ჩინჩალაძის ფონზე, რომ მეც მივცემ ჩინჩალაძეს ხმას. მე მგონია, რომ ასეთი ფონის შექმნა არასწორია. ფონი შეიქმნება ასეთი – ცუდი და იმაზე უარესი. აი, ეს იქნება ამ ჩარჩოთი, ამ პროცედურებით შემოთავაზებული კანდიდატები. ამ ჭრილში მინდა, გაიზიაროთ, ვის უშვებთ კანდიდატებად და ინტერესთა კონფლიქტის დროს, რატომ ვაძლევთ კარტბლანშს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ ის იყოს უპირატეს მდგომარეობაში?!” – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ამასთან, დეპუტატის განმარტებით, ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის მიზნით, იუსტიციის საბჭოს წევრებმა, მოსამართლეობის სურვილის შემთხვევაში, დაკავებული თანამდებობები უნდა დატოვონ, ან კანონმა უნდა შეუზღუდოს კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან უზენაეს სასამართლოში „გადაბარგება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები