ირაკლი მეზურნიშვილი: მართლაც, უპრეცედენტო მასშტაბის პროექტები ხორციელდება ინფრასტრუქტურის მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში

მართლაც, უპრეცედენტო მასშტაბის პროექტები ხორციელდება დღეს ინფრასტრუქტურის მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა პარლამენტში განაცხადა.
მან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს მადლობა გადაუხადა.
“პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ძალიან ინტენსიური მუშაობისთვის. მართლაც, უპრეცედენტო მასშტაბის პროექტები ხორციელდება დღეს ინფრასტრუქტურის მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში. ასევე, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, მე როგორც კასპის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვინაიდან ასევე, რეკორდული რაოდენობის პროექტები ხორციელდება ჩემს მუნიციპალიტეტში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის როგორც სასმელი წყლის პროექტების მიმართულებით, ასევე, განათლებისა და სპორტის მიმართულებით. დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ თქვენი სამინისტროს მხრიდან”, – განაცხადა მეზურნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები