2019 წელს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 16 საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულება იგეგმება

“სხვადასხვა რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის ახალი ფუნქციაა, რომელიც ჩვენმა სამინისტრომ 2018 წელს შეიძინა”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში მინისტრის საათზე გამოსვლისას განაცხადა.
​მისი თქმით, 2019 წელს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 16 საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულება იგეგმება.
“შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ მხოლოდ ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას. ჩვენ ნაწილში, მშენებლობის თვალსაზრისით, 2018 წელს ვასრულებდით იმ პროექტებს, რომლებიც დევნილთა სამინისტროს დაწყებული იყო.
​ამ მიმართულებითაც მინდა ვთქვა, რომ შევცვალეთ მიდგომა ზოგადად კომპანიების ჩართულობასთან დაკავშირებით, გავმართეთ რამდენიმე ღია კარის დღე და შედეგად ამ მშენებლობის პროცესში შემოვიდნენ სამშენებლო დეველოპერული კომპანიებიც, მათ შორის, ისინიც, რომლებიც აქამდე არ იღებდნენ მონაწილეობას დევნილთა სახლების მშენებლობაში, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ ეს პროექტები, გაცილებით სწრაფად და ხარისხიანად წარიმართება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები