ფილმ „დიდგორის“ ჩვენება გაიმართება
8 თებერვალს წმინდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, „ათონის დარბაზში“, 19:30 საათზე, ქართველი რეჟისორის, ნიკოლოზ ხომასურიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის, „დიდგორის“ ჩვენება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ფილმს წარადგენენ და მაყურებლის კითხვებს უპასუხებენ ფილმის რეჟისორი და შემოქმედებითი ჯგუფი.
ნიკოლოზ ხომასურიძეს მაყურებელი კარგად იცნობს მისი ფილმით „ექვთიმე“, რომელიც ეროვნული ჩართულობით შეიქმნა, ეკრანებზე გასულ წელს გამოვიდა და რომელმაც, „ექვთიმე ღვთისკაცის“ მსგავსად, მთელი საქართველო მოიარა.
მისამართი: ფანასკერტელის ქუჩა №9 (ბახტრიონი, ჯვართამაღლების ტაძრის ეზო).