ჭიათურაში ქვემო ჭალვანის ღვთისმშობლის ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ჭალვანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა.
რესტავრაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის (ფონდი „ქართუ“) დაფინანსებით სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით განხორციელდა.
ტაძარი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, თითქმის მთლიანად ჰქონდა დაკარგული პირვანდელი სახე და სასწრაფოდ საჭიროებდა რესტავრაციას.
პირველ რიგში ტაძრის გარშემო მოიჭრა მიწა არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ და შესრულდა საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოები, დაიშალა დაზიანებული კედლები და კირდუღაბის გამოყენებით ხელახლა აღდგა, ამასთანავე, საჭირო გახდა ახალი კედლის აშენება თლილი ქვით კარნიზის დონემდე, რეაბილიტაციის პროცესში მოხდა საბჯენი კამარის, თაღებისა და კონქის გადაყვანა გათლილი კირქვით, აღსადგენი იყო ფანჯრისა და კარებების ღიობების წირთხლები რაც მოხდა შირიმნის ქვის გამოყენებით, ტაძარი გადაიხურა ფერადი თუნუქით ლორფინის იმიტაციით, სრულად აღდგა ინტერიერში იატაკი და ჩაისვა ნატურალური ხის მასალით დამზადებული კარ-ფანჯარა, ტაძრის ირგვლივ მოეწყო სარინელი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ს ი/მ „ბეჟან ყაველაშვილი-ზოდ“-იმ შესრულა.