გელა დუმბაძემ ორგანიზაცია „ქართველის“ დამფუძნებელთან შეხვედრა გამართა

 საქართველოს ელჩმა უკრაინაში გელა დუმბაძემ შეხვედრა გამართა უკრაინაში, კარპატების რეგიონის ქართული დიასპორული ორგანიზაცია „ქართველის“ დამფუძნებელთან, ვასილ მაჩაბელთან.
უკრაინაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, აღნიშნულ  დიასპორულ  ორგანიზაციასთან ერთად იგეგმება საკვირაო სკოლისა და ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის ჩამოყალიბება.
საქართველოს ელჩი მიესალმა და მხარდაჭერა გამოუცხადა ახალი დიასპორული ორგანიზაციის ჩამოყალიბებას და გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული ორგანიზაცია დადებით როლს შეასრულებს საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების პროცესებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები