ახალციხეში გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება და მესხურ თემატიკაზე შექმნილი პოეზიის კრებულის, „მესხეთი ქართულ პოეზიაში“ წარდგენა გაიმართა.
„ლიტერატურული მესხეთის“ პირველი ნომერი 1999 წლის იანვარში გამოვიდა. დღეს მისი 2 500 ეგზემპლარი ვრცელდება საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.
ლექსების კრებული „მესხეთი  ქართულ პოეზიაში“  ყველა იმ პოეტის შემოქმედებას აერთიანებს, ვისაც მესხეთზე ლექსი დაუწერია. კრებული გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ დამფუძნებელმა  ავთანდილ ბერიძემ შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები