თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი სიმფონიური მუსიკის კონცერტს უმასპინძლებს
2 თებერვალს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი სიმფონიური მუსიკის კონცერტს უმასპინძლებს, რომელსაც გამართავს თბილისის სიმფონიური ორკესტრი ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მათავარი დირიჟორის – რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამაშია კ. სენსანსი სიმფონიური პოემა „ჰერკულესის ახალგაზრდობა“, კ. სენ-სანსის მე-3 „საორღანო“ სიმფონია და ა. ვივალდის კონცერტი ფაგოტისა და კამერული ორკესტრისთვის, რომელსაც შეასრულებს ახალგაზრდა სოლისტი – გიორგი ალავიძე.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია, როგორც ცენტრის სალაროში – (+995 32) 2962207 ასევე ელექტრონულად: https://bit.ly/2DFIRa5