2019 წელს ონის მუზეუმი აშენდება
2019 წელს დაგეგმილია ონის მუზეუმის მშენებლობა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ონსაც ექნება დამატებითი მიზიდულობის ცენტრი, პილიგრიმული ტურიზმის გარდა.
„ონში არის სინაგოგა, რაც ძალიან საინტერესოა ჩვენი ებრაელი ტურისტებისთვის. რაჭაში სხვა სახის მარშრუტების განვითარებაც შესაძლებელია. ონის მუზეუმი, უშუალოდ ონის მხარეთმცოდნეობის და არქეოლოგიური მუზეუმის როლს შეასრულებს და მოიზიდავს მეტ ადამიანს, მათ შორის მკვლევარებს, რომლებიც საქართველოში ჩვენი კულტურის უკეთ გასაცნობად ჩამოდიან“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.