წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს გალაკტიონის „არტისტული ყვავილები“ გახსნის

1-ელ თებერვალს, 12:00 საათზე, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ოფიციალურად გაიხსნება.
2019 წლის 17 მარტს გალაკტიონის გარდაცვალებიდან 60 წელი შესრულდება. ასევე, 2019 წელს არის ქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საეტაპო პოეტური კრებულის „არტისტული ყვავილების“ გამოცემიდან 100 წლის იუბილე. ამ ორ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოში, სწორედ „არტისტული ყვავილების“ კითხვით გაიხსნება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ვახტანგ ჯავახაძე, რატი ამაღლობელი, ანი კოპალიანი, ნინია ნადირაძე და ილია ჭანტურია.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, საქართველოში 1-ელ თებერვალს, უკვე მეოთხედ აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საერთაშორისო ორგანიზაცია “Litworld”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები